ხორცპროდუქტებისა და მარილის შემდეგ, ქართულ ბაზარზე ყავა ძვირდება, ამის მიზეზი კი ისაა, რომ ინდოეთიდან სურსათის მიწოდება შეფერხდა, ვიეტნამში კი მოსავლის მოცულობა 3%-ით შემცირდა. საქართველოში ყავის დეფიციტის მეორე მიზეზი ისაა, რომ მსოფლიოში ცნობილი ყავის მწარმოებელი კომპანიების ნაწილი ქართულ ბაზარს უნდობლობას უცხადებს.
ამ ინფორმაციას საქინფორმთან საუბარში ყავის დისტრიბუტორი კომპანია „ჩაროზის“ ხელმძღვანელი ვაჟა გოცირიძეც ადასტურებს.
მისი თქმით, ყავის ისეთი ცნობილი მწარმოებლები, როგორებიცაა ido coffe, eiles და "movenpick-ი,“, ქართულ ბაზარზე უარს აცხადებენ, მიზეზად კი რეალიზაციის დაცემასა და დისტრიბუტორი კომპანიების მხრიდან დავალიანების ზრდას ასახელებენ. გოცირიძის თქმით, აღნიშნულ კომპანიებს ქართული ბაზარი სტრატეგიულ პარტნიორად არ მიაჩნიათ, რის გამოც ქართულ ბაზარზე მათი პროდუქციის დეფიციტი უკვე შეინიშნება.