პოლიტიკა
ჯენ პსაკი: “მავთულხლართების გაბმასთან დაკავშირებით ვაშინგტონი საქართველოს შეშფოთებას იზიარებს“

1-jen-psakiსაქართველო, 31 მაისი, საქინფორმი. ვაშინგტონი იზიარებს საქართველოს შეშფოთებას სამხრეთ ოსეთის რეგიონში ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან რუსი სამხედროების მიერ მავთულხლართების გაბმასთან დაკავშირებით. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა ჯენ პსაკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, რუსი სამხედროების ქმედება ეწინააღმდეგება საერთაშორისო ნორმებსა და 2008 წელს რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დადებულ ხელშეკრულებას.

"დაკავებულების შესახებ ინფორმაცია არ მაქვს. რაც შეეხება ღობეების გადმოწევას, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ დაადასტურა ღობეების აღმართვა და მავთულხლართების გაბმა სამხრეთ ოსეთის მახლობლად, ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლზე. ჩვენ ვიზიარებთ საქართველოს შეშფოთებას ამასთან დაკავშირებით. ვაშინგტონი კვლავაც ერთგული რჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის", - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.