საქართველო, 30 მაისი, საქინფორმი. სირიამ საზენტო რაკეტები С-300-ის პირველი პარტია მიიღო. ამის შესახებ პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა ტელეარხ „ალ-მანარს“ განუცხადა.
მისივე თქმით, მომდევნო პარტიას სირია უახლოეს ხანებში მიიღებს. მან ასევე დაადასტურა, რომ მომავალში ქვეყანა ისრაელის მხრიდან ყველა ახალ იერიშს უპასუხებს.