პროამერიკული გარყვნილება სახლში გვივარდება
საქართველო, 30 მაისი,
საქინფორმი. ერთსქესიანი ოჯახების მიერ ბავშვების შვილად აყვანის ლეგალიზაციის შემდეგ ევროპა უკვე ინცესტის ლეგალიზებაზე ამეტყველდა. ევროკავშირის პოლიტიკოსები პრესასა და ტელევიზიებში ღიად წარმოადგენენ ინცესტს, როგორც ევროპულ „გენდერულ ნორმას“. შემოიღეს ცნება „ინცესტოფობია“ და ყველა ინცესტოფობის დასჯასაც ითხოვენ. გენდერულ ნორმად მიიჩნევა ინტიმი მამასა და ქალიშვილს, დედასა და ვაჟიშვილს, და-ძმას, ასევე, სისხლით ნათესავებს შორის.
„ერთსქესიანი“ ან, როგორც ისინი საკუთარ თავს უწოდებენ, „ახალი გენდერული საზოგადოება“ ლეგალურ ინცესტს შვედეთში, შვეიცარიასა და დანიაში ამკვიდრებს. დასავლურ მედიაში ამას მთელი რიგი პუბლიკაციები ეძღვნება.