საზოგადოება
შს ყოფილი მინისტრი და “ნაცმოძრაობის“ გენმდივანი პროკურატურის მიერ წარდგენილ ახალ ბრალდებას არ ეთანხმება.
ადვოკატ გიორგი გელხაურის თქმით, დაცვის მხარისათვის მტკიცებულებები ჯერჯერობით არ გადაუციათ, ხოლო მერაბიშვილი „არ ეთანხმება წარდგენილ ბრალდებას და მიიჩნევს, რომ ეს არის აბსურდული“.
იმავეს აცხადებს ადვოკატი გიორგი ჩივიაშვილიც, რომელიც ადასტურებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი „გაეცნო ბრალდებას, ხელი მოაწერა, მაგრამ იქვე აღნიშა, რომ არ ეთანხმება წარდგენილ ბრალდებას“.