სამართალი
ადეიშვილი საქართველოში დაბრუნებას და ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ ჩვენების მიცემას აპირებს

1-adeiSvსაქართველო, 30 მაისი, საქინფორმი. საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი უახლოეს მომავალში საქართველოში დაბრუნებას და ყოფილი თანაგუნდელების წინააღმდეგ ჩვენების მიცემას აპირებს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "ჯეონიუსი" ავრცელებს. მისი სანდო წყაროს ცნობით,  ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ, ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი იუსტიციის ექს-მინისტრი 2005 წელს მომხდარ გახმაურებულ მკვლელობაში საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის თანამონაწილეობის შესახებ განაცხადებს.

საქმე ეხება 2005 წელს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასამართლო ექსპერტიზის ხელმძღვანელის, ლევან სამხარაულის მკვლელობას, რომელმაც ზურაბ ჟვანიასა და რაულ იუსუპოვის გარდაცვალების შესახებ დასკვნა მოამზადა.

შეგახსენებთ, საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრის ზურაბ ადეიშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე ციხეში პატიმრების წამების გახმაურებულ ფაქტთან დაკავშირებით არის აღძრული. ინტერპოლი ადეიშვილზე ძებნას ინტერპოლის წევრ 190 ქვეყანაში ახორციელებს.