სამართალი
„ადრე ხომ მე მაბრალებდნენ ამ საშინელებაში მონაწილეობას, ახლა მე მაქვს ძალიან ლეგიტიმური ეჭვი, რომ რაც მოხდა, ეს იყო მაგათი ბრალი. თუ ასე არ არის, მაშინ გამოიძიონ და გვითხრან, რეალურად რა მოხდა, თვითონ მოკვდა, ვინმემ მოკლა ეს ბავშვი თუ რა უბედურება დატრიალდა? თუ არა და, მანანა ბერიკაშვილმა აგოს პასუხი. ამ საქმეზე სიმართლე ჯერ არ დადგენილა, მაგრამ დადგენილია მანანა ბერიკაშვილის დანაშაული“, - განაცხადა გიორგი ღვინიაშვილმა.
საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ 2012 წლის 30 სექტემბერს, გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგში10 თვის ბარბარე რაფალიანი საძინებელი ოთახის გვერდით მდებარე მარანში, წყლით სავსე ქვევრში, გარდაცვლილი იპოვეს.
http://qiziyi.ge-ს ინფორმაციით, დედოფლისწყაროდან კოლაგში სტუმრად ჩასული ოჯახი მსახიობ გივი ბერიკაშვილის სახლში დაბინავდა. შეგახსენებთ, რომ ბერიკაშვილის ქალიშვილი მანანა ბერიკაშვილი „ქართული ოცნებიდან“ მაჟორიტარ კანდიდატად კენჭს გურჯაანში იყრიდა. ის კახეთის ყოფილ გუბერნატორს, გიორგი ღვინიაშვილს უპირისპირდებოდა.