აქტუალური
თბილისში ნატოს „კეთილსინდისიერების განვითარების“ პროგრამა განიხილეს

1-akt-ganvitarebaსაქართველო, 30 მაისი, საქინფორმი. სასტუმრო „Holiday Inn“-ში საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - გაერთიანებული სამეფოს“ ერთობლივი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

სემინარზე განხილვის მთავარი თემა ნატოს „კეთილსინდისიერების განვითარების“ (Building Integrity) პროგრამა იყო, რომელიც ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემების ეფექტიანი და გამჭვირვალე მმართველობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს თავდაცვის სამინისტროსა და გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელმა პირებმა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - გაერთიანებული სამეფოს“ წარმომადგენლებმა და ბულგარეთის თავდაცვის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ.

კონფერენციის მონაწილეებმა ტრანსპარენტულობისა და კორუფციასთან ბრძოლის ღონისძიებები განიხილეს, რომლებიც საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებულ ძალებში ხორციელდება.

ცნიბისათვის: კვლევა, რომელიც 1 წლის წინ 82 ქვეყანაში ჩატარდა, თავდაცვის სისტემის გამჭვირვალობას და კორუფციისგან მის დაცულობას ეხება, მასში საქართველომ ძალიან დაბალი შეფასება მიიღო.