უცხოეთი
საქართველოს ექსპრეზიდენტმა ამჟამინდელი პრეზიდენტის გასამართლება მოითხოვა

1-eduard-ucxსაქართველო, 29 მაისი, საქინფორმი. საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ სახელმწიფოს ამჟამინდელი მეთაური მიხეილ სააკაშვილი ავღანეთში ქართველი სამხედრო მოსამსახურეების დაღუპვაში დაადანაშაულა და, ასევე, ქვეყნის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის მისი გასამართლება მოითხოვა.

სააკაშვილის მისამართით ბრალდებებით ედუარდ შევარდნაძე გაზეთ „ასავალ-დასავალის“ ფურცლებზე გამოვიდა. დასაწყისში მან გააკრიტიკა თავის დროზე მიხეილ სააკაშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილება  ქართველი ჯარისკაცების ავღანეთში გაგზავნის შესახებ და გაკვირვება გამოთქვა იმის გამო, რომ ქართული ჯარები აქამდე ავღანეთში იმყოფებიან. თუმცა, ინგლისს, საფრანგეთსა და ნატოს წევრ სხვა  ქვეყნებს იქიდან თავისი კონტინგენტი უკვე გამოჰყავთ.