უცხოეთი
აქტივისტთა თქმით, უკრაინელი მომღერლის ივანა მელაის მამა სვიატოსლავ მელაი „ბანდიტია“ და დაუყოვნებლივ უნდა იქნეს დეპორტირებული უკრაინაში. ივანა მელაი კი საქართველოსა და უკრაინაში ცნობილია, როგორც სააკაშვილის საყვარელი.
საქინფორმი თავის პუბლიკაციაში „ПИК“ – პირველი დივერსიული კავკასიური და პრეზიდენტ სააკაშვილის პიკის ქალები“ წერდა იმ ნაირ-ნაირ პროვილეგიებზე, რომლებიც ივანას მიხეილ სააკაშვილთან სასიყვარულო კავშირის წყალობით მიენიჭა - გარდა საავტორო პროგრამისა ტელეარხ „პიკზე“, იგი საქართველოს პრეზიდენტისგან სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე შეძენილ მრავალრიცხოვან საჩუქრებსაც იღებდა და დროს საუკეთესო კურორტებზე, უძვირფასეს ოტელებში ატარებდა, სადაც ხშირად მისი საყვარელი მიხეილიც იმყოფებოდა...