სამართალი
„რამდენიმე დღის წინ ნიჟარაძეს კეზერაშვილის მეგობარი იოსებ მგელაძე დაუკავშირდა და გადმოსცა დანაბარები, თუ ნიჟარაძე არ დაანებებდა ამ ქონების დაბრუნებას თავს, ამ შემთხვევაში როგორც მას, ისე მის ოჯახის წევრებს ფიზიკურად გაუსწორდებოდნენ. აღნიშნულის შემდეგ ნიჟარაძის მიერ გატარებული იქნა გარკვეული ღონისძიებები, კერძოდ, მის შვილს ინგლისში აუყვანეს დაცვა. გუშინ მივმართეთ შსს-სა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ინგლისში - სკოტლენდ-იარდს, ასევე ისრაელის საელჩოს საქართველოში, ვინაიდან კეზერაშვილი თავს აფარებს ისრაელს", - განაცხადა ხაჭაპურიძემ.
საქმე ეხება 50 მილიონი ლარის ქონებას, რომელიც კეზერაშვილმა თანამდებობაზე ყოფნის დროს ბიზნესმენს წაართვა. ნიჟარაძემ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, კუთვნილი ქონების დაბრუნების მიზნით, დავით კეზერაშვილს სასამართლოში უჩივლა. კეზერაშვილს სასამართლოს გადაწყვეტილებით ქონება დაუყადაღეს.