აქტუალური
საქართველო, 29 მაისი, საქინფორმი. ანსამბლ ,,ქართული ხმების’’ სოლისტის, ანსამბლ „ალილოს“ დამაარსებლის, გურამ თამაზაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტი ხელოვნების ფესტივალ „ქართული სული 2013“-ის ფარგლებში ჩატარდა. ღონისძიებას, რომელიც გრიბოედოვის სახელობის თეატრში გაიმართა, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მეუღლესთან ერთად დაესწრო.