პოლიტიკა
ჟან კლოდ მინიონი დავით უსუფაშვილს ხვდება

1-daviTსაქართველო, 29 მაისი, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ამ წუთებში იუსტიციის სახლში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ ჟან კლოდ მინიონს ხვდება. ჟურნალისტებთან განცხადებებს ისინი შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთებენ.

ჟან კლოდ მინიონმა საქართველოში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გუშინ დაიწყო. იგი უკვე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს და რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ პაატა ზაქარეიშვილს.

დღეისთვის დაგეგმილია მინიონის შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან, საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძესთან და განათლების მინისტრ გიორგი მარგველაშვილთან.

ჟან კლოდ მინიონი საქართველოში ვიზიტს დღეს დაასრულებს.