უცხოეთი
ჰილარი კლინტონს სკარლეტ იოჰანსენი ან რიზ უიზერსპუნი განასახიერებენ

1-skarlet-ucxსაქართველო, 28 მაისი, საქინფორმი. ჰოლივუდში აშშ-ის ყოფილ პირველ ლედისა და ექს-სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონზე ბიოგრაფიულ ფილმს იღებენ.

კლინტონის როლზე პრეტენდენტები არიან: სკარლეტ იოჰანსენი, ჯესიკა ჩესტეინი, რიზ უიზერსპუნი და ამანდა სეიფრედი.

ფილმი კლინტონის ახალგაზრდობასა და 1974 წელს ვაშინგტონში მის იურისტად მუშაობაზე მოგვითხრობს. სცენარი, რომელიც შარშან ჰოლივუდის „შავ სიაში“ შევიდა, ნაწილობრივ გამოქვენდა The Daily Beast-ში და მკითხველი ზედმიწევნით გულახდილი სცენებით გააოცა. თუმცა სცენარისტ იუნ ილ კიმის განცხადებით, ჯერჯერობით უცნობია, ჩართავენ თუ არა ამ ეპიზოდებს ფილმში.

სავარაუდოდ, ფილმი კინოთეატრებში 2016 წელს გამოვა, მორიგი საპრეზიდენტო არჩევნებისას, რომელზეც, შესაძლოა, ჰილარიმ თავისი კანდიდატურა წამოაყენოს.