უცხოეთი
მედიკოსებმა სახიფათო ალკოჰოლური სასმელები დაასახელეს

1-sasmeli-ucxსაქართველო, 28 მაისი, საქინფორმი. მედიკოსთა აზრით, სუსტი ალკოჰოლური სასმელები არაყზე „ვერაგია“, რადგან ადამიანს მათი რაოდენობის კონტროლი უჭირს. ექიმებმა 5 ყველაზე სახიფათო სასმელი დაასახელეს: ლუდი, მცირეალკოჰოლიანი ღვინო, კოქტეილები, შამპანური და ლიქიორი.

მედიკოსთა თქმით, ლუდი იმითაა საშიში, რომ მისი მოხმარებისას ორგანიზმში სიამოვნების ჰორმონი დოფამინი გამოიყოფა, რაც სწრაფ შეჩვევას იწვევს, შამპანური კი იმით, რომ მასში ნახშირორჟანგის გაზია.

დიდი რაოდენობის შაქარი ლიქიორს კიდევ ერთ სახიფათო სასმელად აქცევს, რომელიც მავნე ზეგავლენას ახდენს კუჭქვეშა ჯირკვალზე. უარყოფითად მოქმედებს ორგანიზმზე მცირეალკოჰოლიანი ღვინო და კოქტეილებიც, რადგან ისინი ალკოჰოლის სხვადასხვა სახეობის ნაერთს წარმოადგენს.