სამართალი
ვანო მერაბიშვილი პარიზში იპარებოდა?!

1-vanichkaaსაქართველო, 28 მაისი, საქინფორმი. გაზეთ „ქრონიკის“ მიერ გავრცელებული ცნობით, ვანო მერაბიშვილს დაკავებამდე ჯერ კიდევ სამი დღით ადრე ჰქონდა  აღებული თვითმფრინავის ბილეთი კიევის რეისზე, ის 23 მაისს უნდა გაფრენილიყო. “ქრონიკის” წყაროს ინფორმაციით, მერაბიშვილს შინაგან საქმეთა სამინისტროდან თავისმა ფანებმა ფარულად შეატყობინეს, რომ მაისის ბოლოს დაპატიმრებას უპირებდნენ. ამ შეტყობინების შესახებ უშიშროებასა და პროკურატურაში ასევე ფარულად გაიგეს და ამიტომაც დაასწრეს. ეს ინფორმაცია რომ სიმართლეს შეეფერება, იქიდანაც დასტურდება, რომ მერაბიშვილის დაპატიმრებამდე ორი დღით ადრე მისი მეუღლე, თაკო სალაყაია გაფრინდა საფრანგეთში.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბილეთები გაცემულია ორ პიროვნებაზე, ვანო მერაბიშვილსა და პარლამენტარ დავით საყვარელიძეზე. ამ უკანასკნელს თავისი მეგობარი და თანამებრძოლი კიევამდე უნდა ჩაეცილებინა.

მას შემდეგ, რაც მერაბიშვილი კიევი-პარიზის თვითმფრინავში მოკალათდებოდა, საყვარელიძე საქართველოში დაბრუნდებოდა. ვინაიდან გაპარვის გეგმა ჩაიშალა, თაკო სალაყაიას სხვა გზა აღარ დარჩა, 22 მაისს ისიც თბილისში ჩამოფრინდა.

ვანო მერაბიშვილმა სცადა, ირაკლი ოქრუაშვილის გზას დასდგომოდა. ბოლოს და ბოლოს, ქვეყნის ყოფილი ხერხემალი არც ისეთი გაღლეტილია, რომ საფრანგეთში თავი ვერ გაეტანა სასურველ მომენტამდე, მაგრამ გეგმა ჩაიშალა და არ არის გამორიცხული, რომ დროებით...ახლა ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, მერაბიშვილი რა დოზით დაფქვავს მის ხელთ არსებულ ინფორმაციას და რამდენ ყოფილ მაღალჩინოსანს ჩაუშვებს პროკურატურის სასარგებლოდ. როგორც ამბობენ, ვანიჩკამ თანაგუნდელების მხილება უკვე დაიწყო, რასაც, წესით, უამრავი ყოფილი პოლიცმაისტერის დაპატიმრება უნდა მოჰყვეს”, - წერს „ქრონიკა“.