რედაქტორისგან
“ნაცმოძრაობაში“ შევსებაა: პარტიის ცენტრალურ ოფისში გველი აღმოაჩინეს!

1-akt-1-zmeya-a2საქართველო, 27 მაისი, საქინფორმი. გასულ პარასკევს - 2013 წლის 25 მაისს, ყოფილი მმართველი პარტიის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ცენტრალურ ოფისში... გველი აღმოაჩინეს!

ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერის, გივი თარგამაძის ბრიფინგამდე რამდენიმე წუთით ადრე ოფისის წითელ დარბაზში შენიშნეს გველი, რომელიც იატაკსა და ხალიჩას შორის არსებულ ღრეჩოში შეცოცებულიყო. პარტიის პრესსამსახურის ხელმძღვანელის გიორგი პატარაიას თქმით, გველის იქიდან ამოსაყვანად დედაქალაქის მერიის შესაბამისი სამსახური გამოიძახეს, - იუწყება ვანო მერაბიშვილის საინფორმაციო ანალიტიკური პორტალი «Грузия Онлайн».

მაგრამ გველი, რომელიც შხამიანი გველგესლა აღმოჩნდა, მაშველებს არ დაელოდა, გამოძვრა სამალავიდან და ხალიჩაზე ციფრი 5-ის ფორმით ჩახვეულმა მოიკალათა. თავს ისე გრძნობდა, როგორც საკუთარ სახლში და ირგვლივ მყოფების სულაც არ ეშინოდა.

ამიტომ გივის ბრიფინგის შემდეგ, პარტიის წევრთა მწვავე დეფიციტის გათვალისწინებით, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, გველი “ნაცმოძრაობის“ ოფისში დაეტოვებინათ და მასზე გაეცათ პარტბილეთი “ვასილიჩის“ სახელზე (ასე დაარქვეს გველგესლას გივი თარგამაძის პატივსაცემად).