სამართალი
აშშ-ში ვიზიტის მიზანი საქართველოს სამხედრო პოლიციის სტანდარტების ევროპულ და ამერიკულ სტანდარტებთან დაახლოება და გამოცდილების გაზიარება იყო.
შეხვედრაზე ამერიკელმა სამხედრო პოლიციის მაღალჩინოსნებმა ქართველ კოლეგებს სამხედრო პოლიციის მართვის საკითხებში საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს, რომელიც სამომავლოდ აქტიურად იქნება დანერგილი და გამოყენებული თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის მართვისა და დაგეგმვის პოლიტიკაში.