საზოგადოება
ფანჯიკიძე: „წარმოუდგენელია, აბაშიძე და კარასინი ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის გადმოწევას არ შეეხონ“

1-fanjikiZeსაქართველო, 28 მაისი, საქინფორმი. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძის განცხადებით, რომელიც მან ზურაბ აბაშიძის განცხადების კომენტირებისას გააკეთა,  წარმოუდგენელია, აბაშიძე-კარასინის შეხვედრაზე საუბარი არ შეეხოს ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის გადმოწევას.

უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული საკითხები ჟენევის ფორმატის საკითხებია, თუმცა წარმოუდგენელია, მომხდარიდან რამდენიმე დღეში დაგეგმილ შეხვედრაზე ამ თემას ბატონი აბაშიძე და კარასინი საერთოდ არ შეეხონ", - აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ: საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირების საკითხებში,ზურაბ აბაშიძემ გუშინ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გრიგორი კარასინთან მისი შეხვედრისას საოკუპაციო ზოლზე შექმნილი პრობლემები განხილვის თემა არ იქნება და მხარეები სავაჭრო და კულტურულ ურთიერთობებზე იმსჯელებენ.