საზოგადოება
ზურაბ აბაშიძე: „ადმინისტრაციული საზღვრის გადმოწევის საკითხი კარასინთან განხილვის თემა არ იქნება“

1-abaSiZeსაქართველო, 28 მაისი, საქინფორმი. რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირების საკითხებში  პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის განცხადებით, გრიგორი კარასინთან 4 ან 5 ივნისს პრაღაში დაგეგმილ შეხვედრაზე ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის გადმოწევის საკითხის განხილვა არ იგეგმება. უსაფრთხოების თემები, მათ შორის ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვარსა და საოკუპაციო ზოლზე შექმნილი პრობლემები ჟენევის ფორმატში განიხილება.

მისი თქმით, ამ საკითხს რუს კოლეგასთან არ განიხილავს, რათა ჟენევის ფორმატის დუბლირება არ მოხდეს. "ეს ძალიან პრინციპული საკითხია, ამიტომ ასე ჩამოვყალიბდით. ორმხრივი დიალოგის ფარგლებში განვიხილავთ სავაჭრო ურთიერთობას, სატრანსპორტო კავშირების პრობლემებს და ჰუმანიტარულ-კულტურული ურთიერთობის საკითხებს", - აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.