ამასთან, პროტესტის ნიშნად, საპარლამენტო უმცირესობა ორგანიზაციის მხარდამჭერებთან ერთად 8 რეგიონში საოლქო პროკურატურასთან აქციებს გამართავს.
“საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო ისტორიაში უპრეცედენტო გადაწყვეტილება პოლიტიკური დევნის და შურისძიების მიმართულებით და დააპატიმრა ყოფილი პრემიერი და მთავარი ოპოზიციური ძალის გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი, რაც საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში საზიანო იქნება ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკისთვის. ამიტომ ჩვენ პროტესტის სხვადასხვა ფორმას გამოვიყენებთ – დღეს არ დავესწრებით პლენარულ სხდომას და რაიონული ორგანიზაციების მხარდამჭერებთან ერთად 8 რეგიონში საოლქო პროკურატურებთან გაიმართება საპროტესტო აქციები ივანიშვილის პირადი პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით. პროტესტი გაგრძელდება, ვიდრე პოლიტპატიმრები არ გათავისუფლდებიან”, - განაცხადა ბარამიძემ.