პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში გაემგზავრა

1-RaRiba-pol-1საქართველო, 28 მაისი, საქინფორმი. შსს-ს ინფორმაციით, საქართველოს შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პირველი ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა, სადაც იგი შეხვედრებს გამართავს ევროკავშირისა და ნატოს უმაღლეს წარმომადგენლებთან, კერძოდ, ევროკომისართან საშინაო საქმეთა საკითხებში სესილია მალმსტრომთან, ევროკომისართან გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულესთან, ბელგიის შს მინისტრ ჟოელ მილკესთან, ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე ლექსანდრ ვერშბოუსთან და გენერალური მდივნის თანაშემწეებთან: დირკ ბრენგელმანთან, გაბორ იკლოდთან და ჰუსეინ დირიოზთან.

ამასთან, ვიზიტის ფარგლებში გაიმართება საჯარო შეხვედრა-დისკუსია არასამთავრობო სექტორისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან.

შეხვედრაზე განხილვის თემა საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები და განხორციელებული რეფორმები იქნება.