უცხოეთი
ეგვიპტის შს მინისტრს ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

1-ministr-ucxსაქართველო, 27 მაისი, საქინფორმი. კაიროს სასამართლომ 27 მაისს ეგვიპტის შს მინისტრ მუჰამედ იბრაჰიმს ორი წლით პატიმრობა მიუსაჯა სასამართლოს წინა გადაწყვეტილების შეუსრულებლობის გამო, რომლის მიხედვით მას 25 ათასი ეგვიპტური გირვანქა (3.600 დოლარი) ადრე დაპატიმრებული და შემდეგ ციხიდან გათავისუფლებული ორი პოლიტპატიმრისთვის უნდა გადაეხადა.

ამასთან, კაიროს სასამართლოს დადგენილებით, ურჩ მინისტრს სამინისტროში მუშაობის უფლება ჩამოერთვა.