პარიზში ერთსქესიანი ქორწინების მოწინააღმდეგეები დააკავეს
საქართველო, 27 მაისი,
საქინფორმი. პარიზში პოლიციამ 300-ზე მეტი ადამიანი დააკავა ერთსქესიანთა ქორწინების მოწინააღმდეგეთა აქციის შემდეგ, რომელიც აგრესიულად განწყობილ დემონსტრანტებსა და სამართალდამცავ ორგანოებს შორის შეტაკებაში გადაიზარდა.
მასობრივი აქცია კანონის წინააღმდეგ, რომლის თანახმად ერთსქესიან წყვილებს ქორწინების უფლება ეძლევათ, პარიზში კვირას გაიმართა და მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის შეტაკებებით დასრულდა. პოლიცია იძულებული გახდა, ცრემლსადენი გაზი გამოეყენებინა.