საზოგადოება
საქართველო, 27 მაისი, საქინფორმი. შურისძიების მცდელობა - ასე აფასებს განათლების ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი დღეს “სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის“ მხრიდან მისი მისამართით წამოყენებულ ბრალდებას და საპასუხოდ აცხადებს, რომ ეს ბრალდება კიდევ ერთი მაგალითია იმ ისტერიის, რომელიც ქვეყანაში არსებობს, როდესაც „ზოგიერთი არაკეთილსინდისიერი ადამიანი ცდილობს გამოიყენოს მომენტი, ვიღაცაზე შური იძიოს, ვიღაცას რაღაცა წაართვას“.
„ეს გურამიშვილის სახელობის უნივერსიტეტი ცნობილია საქართველოში იმით, რომ დიპლომებს ყიდდა. საქართველოში აკრძალულია დისტანციური სწავლება, მიუხედავად ამისა, რექტორმა ყალბი ხელშეკრულება დადო უკრაინულ მხარესთან და სტუდენტებზე, რომლებიც საკმაოდ მაღალ საფასურს იხდიდნენ, ყალბ დიპლომებს ყიდდა... ამის გამო აკრედიტაციის საბჭომ ამ სასწავლებელს აკრედიტაცია გაუუქმა და მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩემი, როგორც მინისტრის კომეპტენცია არ იყო, ეს თემა ძალიან კარგად ვიცი“, - განაცხადა შაშკინმა.
საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი" ვანო მერაბიშვილის სიმამრის, ალიბეგ სალაყაიას და შს მინისტრის ყოფილი მოადგილის ამირან მესხელის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას ითხოვს.