პოლიტიკა
მერაბიშვილი სტრასბურგის სასამართლოს მიმართავს

1-vaniსაქართველო, 27 მაისი, საქინფორმი. ადვოკატ გიორგი ჩივიაშვილის განცხადებით, რომელმაც დღეს ე.წ მატროსოვის ციხეში ვანო მერაბიშვილი მოინახულა და მის დაცვის ქვეშ მყოფს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გააცნო, "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი სტრასბურგის სასამართლოს მიმართავს.

გიორგი ჩივიაშვილის თქმით, ვანო მერაბიშვილმა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება პოლიტიკურ დევნად შეაფასა, ხოლო რადგანაც კანონმდებლობა საქართველოში სასამართლოს ამ გადაწყვეტილების გასაჩივრების საშუალებას არ იძლევა, ისინი სტრასბურგის სასამართლოს მიმართავენ.

ადვოკატის განცხადებით, ვანო მერაბიშვილს, რომელიც საკანში მარტო იმყოფება, საპყრობილის ადმინისტრაციასთან პრეტენზიები არ აქვს და თავსაც კარგად გრძნობს.