სამართალი
ვანო მერაბიშვილთან ადვოკატი შევიდა

1-merabiSv-vanoსაქართველო, 27 მაისი, საქინფორმი. „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურ მდივან ვანო მერაბიშვილთან სასჯელაღსრულების №9 დაწესებულებაში,  ე.წ მატროსოვის ციხეში ადვოკატი გიორგი ჩივიაშვილი შევიდა, რომელსაც შესვლამდე რაიმე კომენტარი არ გაუკეთებია.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ ვანო მერაბიშვილი სამართალდამცავებმა 21 მაისს დააკავეს, 22 მაისს კი ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მას აღმკვეთ ღონისძიებად წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მოგვიანებით სააპელაციო სასაართლომ ეს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

პროკურატურის ინფორმაციით, მერაბიშვილმა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 164-1, 182-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 332-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები ჩაიდინა, რაც ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 7-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.