სამართალი
საქართველო, 27 მაისი, საქინფორმი. 8 თებერვალს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მომხდარი ინციდენტისას უმცირესობის წევრების - ჩიორა თაქთაქიშვილისა და სერგო რატიანის ფიზიკურ შეურაცხყოფაში ბრალდებულებს გელა მამალაძეს და ნიკა არაბულს წელიწადი და 8 თვით პირობითი მსჯავრი შეეფარდათ.
ადვოკატ დავით ბარბაქაძის განცხადებით, დაცვის მხარე პროცესზე ბრალდებულებისთვის ჯარიმის დაკისრებას ითხოვდა, თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილება მათთვის მისაღებია.
ადვოკატის განმარტებით, მამალაძე და არაბული 8 თებერვალს მომხდარი ინციდენტის შემდეგ ხულიგნობის მუხლით დააკავეს და აღმკვეთ ღონისძიებად გირაო შეუფარდეს.
სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას ადეკვატურად აფასებენ ბრალდებულებიც.