აქტუალური
მურაზ ნაგიევი: „საქართველოში ჩადებული ნაღმები 5 ივნისს გააქტიურდება!“

1-akt-nagieviსაქართველო, 27 მაისი, საქინფორმი. არასამთავრობო ორგანიზაციისმსოფლიო ხალხთა ქრისტიანულ-მუსლიმანური მეგობრობის" ერთ-ერთი ლიდერი მურაზ ნაგიევი საქინფორმის Facebook-ის  გვერდზე წერს:

„გაცნობებთ, რომ 5 ივნისს დაგეგმილია რელიგიური უმცირესობების აქცია, რომლებიც მოითხოვენ მათი უფლებების სრულ დაცვას, რათა მასშტაბურად დაიწყონ ცრუ იდეოლოგიების დანერგვა ქართულ საზოგადოებაში. 
მოგეხსენებათ, რომ ბოლო პერიოდში გარკვეული ძალები ცდილობენ, საქართველოს სახელმწიფო ჩიხში მოაქციონ და ამით მთელი დასავლური ქვეყნები დაარწმუნონ, რომ დღევანდელი ხელისუფლება ხელს უწყობს ძალადობას და ეწინააღმდეგება თავისუფალი აზრის გამოხატვას! რელიგიურ უმცირესობებს უფლება აქვთ თავიანთი აზრის გამოხატვის, მაგრამ ამას რომ პოლიტიკურ სახეს უქმნიან, ეს უკვე დიდ საშიშროებას წარმოადგენს როგორც ჩვენი ქვეყნისთვის, ასევე საზოგადოებისთვის, რის შედეგადაც საზოგადოების გარკვეული ჯგუფები ერთმანეთს დაუპირისპირდებიან და ისევ ვიხილავთ ქაოსურ სურათს!

საქართველო თავისი ქართველით, აზერბაიჯანელით, სომეხით, ოსით, აფხაზით, მართლმადიდებლებით, კათოლიკეებით და მუსლიმანებით ერთიანი და ძლიერი ქვეყანა იყო და იქნება! ყველა ის ძალა განიდევნება და დაისჯება, რომლებმაც ჩვენ შორის განხეთქილება ჩანერგეს და ერთმანეთს დაგვაპირისპირეს! მიუხედავად ამისა, ჩვენ ისევ ვარსებობთ და ამის უფლებას არავის მივცემთ, რომ ჩვენ და ჩვენს შვილებს გონება გაუნადგურონ და ჩვენი სულიერება შეისყიდონ!“.