პუბლიკაციები
გენერალი წითელაშვილი: “სააკაშვილს, შემდგომში რუსეთისთვის გადასაბრალებლად, მოსახლეობაში დიდი მსხვერპლი სჭირდებოდა! თარგამაძემ შესთავაზა სააკაშვილს, ღამით ცხინვალის მძინარე მოსახლეობის დაბომბვა დაეწყოთ კასეტური ბომბებით, და კეზერაშვილმა ბრძანება გასცა!”

1-analit-1-witelaსაქართველო, 27 მაისი, საქინფორმი. საქინფორმის სტუმარია გენერალი ტრისტან წითელაშვილი - 1992-1993 წლების აფხაზეთის ომის ვეტერანი,  საბრძოლო  ქვედანაყოფ „ავაზას"  მეთაური, 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილე და „ნაცმოძრაობის“ ყოფილი პოლიტპატიმარი.

2013 წლის 9 აპრილს გენერალ წითელაშვილის მიერ საქინფორმისთვის მიცემული ექსკლუზიური ინტერვიუს შემდეგ რედაქციაში არ წყდება ზარები, მოდის უამრავი წერილი და მკითხველთა კომენტარი. ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, განვაგრძოთ საუბარი ბატონ ტრისტანთან.

- ბატონო ტრისტან, თქვენი წინა ინტერვიუ საკმაოდ სკანდალური იყო. თქვენ სააკაშვილის რეჟიმი აგვისტოს ომის დროს ცხინვალის რეგიონის მშვიდობიანი მოსახლეობისა და საკუთარი ქვეყნის მოქალაქეების შეგნებულ მსხვერპლში ამხილეთ. დაგვპირდით, რომ მომდევნო ინტევიუ, იმავე აგვიტოს ომზე, არანაკლებ სკანდალური იქნებოდა!

- მართალი ბრძანდებით, რაზეც დღეს ვილაპარაკებ, არათუ ნაკლები დანაშაული არ არის, არამედ პირდაპირ ჰააგის ტრიბუნალის გამოსაძიებელი და გასასამართლებელი საქმეა. ამ ბოლო დროს საკმაოდ აქტუალური გახდა 2008 წლის აგვისტოს საბრძოლო მოქმედებების გამოძიების თემა. აქ არის ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც აუცილებლად უნდა იქნეს შესწავლილი, და არა მხოლოდ ქართული პროკურატურის -საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალის მიერაც! ერთ-ერთი ასეთი უმნიშვნელოვანესი საკითხი წინა ინტერვიუში  მონათხრობის გაგრძელება იქნება, რაც  მშვიდობიანი მოსახლეობის განზრახ მსხვერპლად გაწირვას შეეხება და პირდაპირ საერთაშორისო  სამხედრო ტრიბუნალის თემას წარმოადგენს: იყო თუ არა დანაშაული საომარი მოქმედებების დროს ცხინვალისა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის მიმართ  გამოყენებული კასეტური ბომბები?! რასაკვირველია, სააკაშვილის ხელისუფლების მხრიდან ამ ბომბების გამოყენებაზეა ლაპარაკი. ეს კასეტური ბომბები მთელ მსოფლიოში ამოღებულია შეიარაღებიდან და მათი გამოყენება  კაცობრიოობის წინაშე დანაშაულად კვალიფიცირდება. ანუ პირდაპირ დგება საკითხი: გვაქვს თუ არა საქმე სააკაშვილის რეჟიმის მიერ ანტისაკაციობრიო დანაშაულის ჩადენასთან?!

მე მოგიყვებით ფაქტებს, რომლებიც დაადასტურებს, რომ კოაბიტაცია და მშვიდობიანი თანაცხოვრება კი არა, ასეთი ქმედებებისთვის ნებისმიერი რეჟიმი უნდა გასამართლდეს, როგორც ფაშისტური, როგორც კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის ჩამდენი და მისი უშუალოდ შემოქმედი! რაც თავისთავად არა მხოლოდ მოხსნის მათი („ნაციონალური მორაობის - ..) .. ოპოზციურ პოლიტიკურ ძალად ყოფნის საკითხს, არამედ ობიექტური გამოძიებისას მათი, როგორც ფაშისტური რეჟიმის პირდაპირი ანალოგის, საერთაშორისო ტრიბუნალით გასამართლების საკითხსაც დააყენებს!

- თქვენ გულისხმობთ კასეტური ბომბების გამოყენებას მშვიდობიანი მოსახლობის მიმართ თუ სამხედრო ოპერაციებში და მტრის წინააღმდეგ?

- რა თქმა უნდა, მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ! თუმცა, ამას მნიშვნელობა არა აქვს, რადგან კასეტური ბომბების გამოყენებას როგორც მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ, ისე საბრძოლო მოქმედებებისას (მტრის წინააღმდეგ) ჟენევის კონვენცია კრძალავს. ამ დანაშაულის უშუალო ჩამდენები გახლდნენ: გივი თარგამაძე, მიხეილ სააკაშვილი და დავით კეზერაშვილი. გივი თარგამაძემ შესთავაზა მიხეილ სააკაშვილს, მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი დაბომბვა დაეწყოთ, და თანაც, სწორედ აკრძალული კასეტური ბომბებით.

- ძალიან მძიმე ბრალდებაა, ბატონო ტრისტან. ამისი დამადასტურებელი ფაქტები თუ არსებობს?

- რასაკვირველია, ყველა ფაქტს ვფლობთ. როცა გამოძიება მიმდინარეობდა და ექსპერტიზა ჩატარდა, ყველაფერი ნათელი გახდა. ქართულმა მხარემ საბრძოლო ოპერაციები დაიწყო გვიან ღამით (გვახსოვს ყველას, ღამის კადრები გავიდა ეთერში) და,  თავისთავად, ცხინვალის მოსახლეობას ეძინა. ეს არ იყო შემოჭრილ მტერთან ბრძოლა, თარგამაძის მიერ შეთავაზებული წინადადების მიღებით ნაციონალურმა რეჟიმმა  მძინარე მშვიდობიანი მოსახლეობა დაბომბა. ასე ჰიტლერის რეჟიმი იქცეოდა მხოლოდ! აქვე ვიტყვი, რომ ჟენევის კონვენციის თანახმად, ამ ბომბების გამოყენება არ შეუძლია არც ერთ შეიარაღებულ ძალას და ამ კონვენციაზე მიერთებულ არც ერთ ქვეყანას. ჩვენ კი, როგორც მოგეხსენებათ, ჟენევის კონვენციაზე მიერთებული ქვეყანა გახლავართ და ამის გამო დიდი პასუხისმგებლობაც გვეკისრება!

ახლა როგორ მოხდა ეს ყველაფერი: როდესაც მიმდინარეობდა ცხინვალის მიმდებარე ტერიტორიების დაბომბვა, გივი თარგამაძემ მიხეილ სააკაშვილს შესთავაზა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში არსებული კასეტური ბომბების გამოყენება. ამ ტიპის ბომბები საბჭოთა სინამდვილიდან მოყოლებული არსებობდა ქართულ შეიარაღებაში და ჟენევის კონვენციის თანახმად, უნდა განადგურებულიყო, მაგრამ რატომღაც ასე არ მოხდა, არ განადგურდა და აგვისტოს მოვლენებამდე ისევ იყო შეიარაღებაში!

- არაერთი თავდაცვის მინისტრი გამოვიცვალეთ მთელი ამ ხნის განმავლობაში (ბარამიძე, ოქრუაშვილი, შაშკინი, კეზერაშვილი, ახალაია), რომელი მინისტრ დროს უნდა განდგურებულიყო ამ ტიპის ბომბები და, სხვებთან ერთად, უნდა დაგეს თუ არა ამ ნისტრის ან მინისტრების უშუალო პასუხიმგებლობის საკითხიც?

- უნდა განადგურებულიყო იმავე კეზერაშვილის, იმავე ოქრუაშვილის და სხვების დროსაც. მაშინვე, როდესაც საქართველო ამ კონვენციას შეუერთდა. გივი თარგამაძემ კი უშუალოდ ამ ბომბების გამოყენება შესთავაზა საააკაშვილს და ისიც, როგორც სჩვევია, დიდი სიამოვნებით დათანხმდა. მიზეზი ამისა კი იყო ის, რომ, როგორც წინა ინტერვიუში ვისაუბრეთ, სააკაშვილს და მის დამნაშავე გუნდს (შემდგომში ამის რუსეთისთვის გადასაბრალებლად) მშვიდობიან მოსახლეობაში დიდი მსხვერპლი სჭირდებოდათ! 7 აგვისტოს გივი თარგამაძემ და დავით კეზერაშვილმა გასცეს ბრძანება და მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა მშვიდობიანი მოსახლეობისა და სოფლების ამ ტიპის ბომბებით განადგურება. რაც მთავარია, გაითვალისწინეთ, რომ იბომბებოდა არა მხოლოდ ოსური (როგორც მოწინააღმდგეგ მხარის), არამედ ქართული სოფლებიც. თუმცა ამას რა მნიშვნელობა ქვს, როდესაც ორივე მხრეს შენი მოქალაქეები არიან და შენდემოკრატიასა და სიყვარულზექადაგებ მუდმივად?! დაიბომბა ქალაქი ცხინვალიც და მოგეხსენებათ, რომ მსხვერპლი ძალიან დიდი იყო. კასეტური ბომბები თავისи მოქმედებით სწორედ ისეთი საშინელი იარაღია, რომლის გამოყენებას ლიან დიდი მსხვერპლი ახლავს და ამის გამო აიკრძალა საერთაშოროსო დონეზე.

- ბატონო ტრისტან, თქვენ ძალიან მძიმე ბრალდებებს უყენებთ სააკაშვილის რეჟიმს. ამის დადასტურების შემთხვევაში ხომ არ შეიძლება ეს ფაქტები ნაციონალური ხელისუფლებისთვის ბრალდების წაყენების მთავარ საფუძვლად იქცეს? ცნობილია, რომ სამართლიანობის აღდგენას და რეჟიმის გასამართლებას სრულიად საქართველოს მოსახლეობაც ითხოვს!

- გივი თარგამაძის, მიხეილ სააკაშვილის, დავით კეზერაშვილის, ვანო მერაბიშვილის, გიგი უგულვას, გიგა ბოკერიას, ადეიშვილისა და სხვების მიერ ჩადენილ ყველა სხვა დანაშაულს რომ არ შევეხოთ, თუნდაც ეს ერთი ფაქტი - ჟენევის კონვენციით აკრძალული კასეტური ბომბების გამოყენებაც საკმარისია იმისთვის, რომ სააკაშვილის ანტისაკაცობრიო რეჟიმი ჰააგის ტრიბუნალის წინაშე წარდგეს და სრული პასუხიმგებლობით გასამართლდეს! კიდევ ვიმეორებ და ვადასტურებ, რაც თქვეს შტაბში და რაც ჩემი ყურით მოვისმინე:მათ სჭირდებოდათ მოსახლეობაში მსხვერპლიდა ეს კასტური ბომბებიც და მოსახლეობის დაუცველად, სამხედ ოპერაციებზე არაზუსტი ინფრმაცის გავრცელებით საინფომაციო ვაკუუმში დატოვებაც სწორედ ამისთვის გამოიყენეს.

- ფლობთ თუ არა ინფომაციას იმის ობაზე, ხომ არ გამოიყენა რუსულმა მხარემაც მსგავსი ტიპის იარაღი, მხოლოდ ქართული მხარე რომ არ გამოვიდეს ამ საკითხში დამნაშავე. იქნებ მეორე მხარეც იყნებდა კასეტურ ბომბებს?

- ამ ტიპის ზოგადი ინფორმაცია არსებობს, მაგრამ ჰაიდი ტალიავინის დასკვნაში რუსული მხარის მიერ კასეტური ბომბების გამოყენებაზე ლაპარაკი არ არის და ამ მხრივ მხოლოდ ქართულ მხარეზეა აქცენტი გაკეთებული. ეს დაკვნა კი, მოგეხსენებათ, მთელმა მსოფლიომ აღიარა. შესაბამისად, გამოდის, მთელი მსოფლიო აღიარებს იმას, რომ ნაციონალურმა რეჟიმმა ჟენევის კონვენციის ამ პუნქტის დარღვევით ანტისაკაცობრიო ქმედება ჩაიდინა! ჩვენი  მხრიდანაც, ვინც ამ ინფორმაციას ვფლობთ (ვგულისხმობ აგვისტოს მოვლენების უშუალო მონაწილეებს) დიდი სამუშაოა ჩასატარებელი, რათა თანამედროვე მსოფლიოს ვაჩვენოთ და დავუდოთ ჩვენს ხელთ არსებული დამატებითი ფაქტები. უამრავი სამხედრო სპეციალისტი ვართ - ჯარის სხვადასხვა სახეობის წარმომადგენელები, ვისაც ამ სამუშაოების ჩატარება შეგვიძლია. დავანახოთ მსოფლიოს, დავანახოთ ამერიკას და ევროპას, თუ ვინ არის ეს ადამიანი და რა საფრთხეს წარმოადგენს ის და მისი გუნდი არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის! რამდენადაც საომარი მოქმედებების დროს სამხედროები საბრძოლო  პროცესებიდან გამოთიშეს და სააკაშვილი უშუალოდ, თავის გუნდით ახდენდა მთელი საომარი პროცესების მართვას, მნიშვნელობა არ ჰქონდა, იყო ეს კანონიერი თუ არაკანონიერი! ყველა ბრძანება მოდიოდა სააკშვილის და მისი გუნდისგან და ისინი ერთპიროვნულად, გამოცდილი სამხედროების ცოდნის იგნორირებით მართავდნენ საომარ მოქმედებებს, რათა მაქსიმალურად გაეზარდა მსხვერპლის რიცხვი!

- ბატონო ტრისტან, რამდენიმე დღის წინ წითელი ცირკულარით ძებნილი გივი თარგამაძე თბილისში ჩამოვიდა და ამაყად განაცხადა, რომ თავის პრობლემები მოაგვარა. თქვენ მიერ ჩამოთვლილი დანაშაულებრივი ფაქტები ხელისუფლების, თავდაცვის სამინისტროსა და პროკურატურისთვისაც ხომ უნდა იყოს ცნობილი?!

- ჩემთვის გასაკვირია, როგორ შეიძლება გივი თარგამაძე თავისუფლად მოგზაურობდეს  და საინტერესოა, რა სპეცსამსახურები და ვინ მფარველობს მას?! როგორ შეიძლებოდა მის მიმართ „წითელი ცირკულარით ძებნილის“ სტატუსის შეწყვეტა და ჩვეულებრივი მოქალაქესავით როგორ უნდა იაროს მან ქვეყანაში და უცხოეთში?!

გივი თარგამაძე არა მხოლოდ კასეტურ ბომბებთან დაკავშირებული ზოგადსაკაცობრიო დანაშულის გამოა გასასამართლებელი, გივი თარგამაძე მონაწილეობდა კობა ოთანაძის, გია კრიალაშვილის მკვლელობაში. ვანო მერაბიშვილი და გიგი უგულავაც იქ იმყოფებოდნენ გივი თარგამაესთან ერთად, როდესაც სპეცოპერაცია ჩაატარეს და ისინი დახრიტეს. გივი თარგამაძე არის ტიპური კრიმინალი და ადამიანის გამტაცებელი. გივი თარგამაძე და მისი არაკანონიერი დაჯგუფება დღემდე ახორციელებენ იმ ქმედებებს, რომელაც სჩადიოდნენ ხელისუფლებაში ყოფნის დროს.

ამიტომ მხოლოდ გივი თარგამაძის მიმართ კი არა, მთელი ამ გუნდის მიმართ სასწრაფოდ უნდა იქნეს მიღებული ქმედითი აღმკვეთი ზომები და ისინი უნდა იზოლირებული იქნენ საზოგადოებისგან. მათთან არანაირი მოლაპარაკების წარმოება, „კოჰაბიტაცია“ და თანაცხოვრება არ შეიძლება!

- შევეხები 19 მაისს სპორტის სასახლეში ჩატარებულ ყრილობას, რომლის უმთავრეს მოთხოვნა სწორედ სააკაშვილის რეჟიმის გასამართლება და სამართლინობის აღდგენა იყო! თქვენ რაც ჩამოთვალეთ, ამ ყველაფრის ფონზე დღეს, ალბათ, ეს საკითხი ყველაზე აქტუალურად დგას?!

- დღევანდელი საზოგადოება, რომელმაც გადადგა ნაბიჯი და აირჩია არსებული ხელისუფლება, კარგად არის გათვითცნობიერებული მომხდარ მოვლენებში და ის ეუბნება ხელისუფლებას: „მე, რომელმაც აგირჩიე სრული უმრავლესობით, დღეს გაძლევ დაკვეთას, რომ ადამიანები, რომლებმაც ჩაიდინეს სახელმწიფო დანაშაული, უნდა გასამართლდნენ! ადამიანები, რომლებმაც მოქალაქეებს ჩამოართვეს ქონება, სახლ-კარი, ბიზნესი, დახოცეს უდანაშაულო ბიჭები, ჰყავდათ ამდენი პოლიტპატიმარი, გააუპატიურეს ოჯახები, გაასხვისეს ქართული მიწები და სახელმწიფო ქონება, გაანადგურეს განათლება - მათი თავისუფლებაზე ყოფნა, გარეთ სიარული დაუშვებელია! ამის გამო 19 მაისს ორგანიზებულად ჩატარდა ყრილობა, რომელმაც მიიღო დადგენილება, რეზოლუციები და მიმართა როგორც არსებულ ხელისუფლებას და პარლამენტს, ისე საერთაშორისო საზოგადოებასა და ორგანიზაციებს. დავდებთ კონკრეტულ ფაქტებს, თუ რა დანაშაულებები აქვს ჩადენილი ამ რეჟიმს 9 წლის მანძილზე. რას და როგორ აკეთებდნენ საქართველოს წინააღმდეგ. ხელისუფლება ჩვენი, ხალხის  მიერ არის არჩეული და ხალხი, მისი ამომრჩეველი აძლევს მას ამ დაკვეთას!

- ბატონო ტრისტან, ყველა რაღაც მესამე ძალაზე ლაპარაკობს. პირველი და უმთავრესი ძალა ხომ ხალხი და საზოგადოებაა. არა გარედან მართული, გრანტებით დაფინასებული არასამთავრობო სექტორი - არამედ ქართული საზოგადოება, რომელმაც ხმა ბიძინა ივანიშვილს და ამით სამართლიანობის აღდგენას მისცა.

- თავი დაანებონ ამ „მესამე ძალებზე“ და რაღაცებზე საუბარს. აქ არის ერი, საზოგადოება, საქართველო. აქ ვართ ჩვენ - მართლმადიდებელი ქრისტიანები და  ვითხოვთ იმას, რაც გვეკუთვნის: თავისუფლებას, იმ ჭეშმარიტი ფასეულობების, მიწა-წყლის თაობიდან თაობაზე გადაცემას, რაც ჩვენმა წინაპრებმა დაგვიტოვეს. სხვა ჩვენ არაფერი გვინდა. ჩვენ მივდივართ იქით და ვითხოვთ იმას, რასაც ჩვენი ქვეყნის ინტერესები მოითხოვს. ეს კი არის ნორმალური ურთიერთობა, იმ ადამიანების დაფასება, ვინც დღემდე შემოგვინახა ეს ქვეყანა, როგორც საქართველო. ვინც უზარმაზარი ცოდნა, ნიჭი, განათლება გადმოგვცა. მოვითხოვთ ადამიანურ ცხოვრებას. არა ზომბებივით მართვას, არამედ, როგორც ქართველ კაცს შეეფერება - ღირსეულ ცხოვრებას და, რაც მთავარია, სამართლიანობის აღდგენას ამ ქვეყანაში! რადგან თუ სამართალი არ აღდგა, მივიღებთ იმას, რაც თამარაშვილის ქუჩაზე მოხდა - ხალხი თვითონ დაიწყებს დამნაშავე რეჟიმის წარმომადგენლების დასჯას და ეს სასიკეთოს არაფერს მოგვიტანს. ამიტომ სააკაშვილი და მისი რეჟიმი ხელისუფების მიერ, ხალხისა და საზოგადოების დაკვეთით უნდა გასამართლდეს. აქ უცხოეთიდან ნებისმიერი ჩარევა და დამნაშავეებისთვის ხელის დაფარების მცდელობა დაუშვებელია! თუ სამართალი არ აღდგა, ხალხში ნაბიჯ-ნაბიჯ იმატებს უკმაყოფილება, მსგავსი ინციდენტები უამრავი მოხდება და ეს უზარმაზარ მასშტაბებს მიიღებს. სოციაურ პრობლემებზე და კომუნალურ გადასახადებზე მეტად არჩევნებზე ხალხ სააკაშვილის რეჟიმის გასამართლებას აძლევდა ხმას.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ: უნდა დააპატიმრონ სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, გიგა ბოკერია,  გივი თარგამაძე,  გიგი უგულავა, დავით კეზერაშვილი - ფაქტობრივად, მთელი „თავისუფლების ინსტიტუტი“ და იქიდან აღმოცენებული „სატანისტური“ ორგანიზაცია - „ნაციონალური მოძრაობა“! ამ “სპეცსამსახურის აგენტებმა“ ჩვენი ქვეყნის წინაშე უზარმაზარი დანაშაული ჩაიდინეს, ხალხი არარაობად აქციეს. ქართველი ხალხი კი ამას ვეღარ და აღარ მოითმენს! ამიტომ დიდი იმედი მაქვს, რომ ხელისუფლების ინტერესბსაც ვიცავთ რეჟიმის გასამართლბის მოთხოვნით, ახალი ხელსუფლება შესრულებს საზოგადოების დაკვეთას და მიუხედავად გარდან თუ შიგნიდან ზეწოლისა, სააკაშვილის რეჟიმს გაასამართლებს და ამით სამართლიანობასაც აღდგენს!

ესაუბრა ბაია ამაშუკელი.

1-analit-witel-1 1-analit-witel-2
1-analit-1-witel-3 1-analit-1-witel-4
1-analit-1-witel-5 1-analit-1-witel-6