უცხოეთი
გეი-აღლუმი მოსკოვში არ ჩატარდება

1-ucx-1-mtსაქართველო, 24 მაისი, საქინფორმი. მოსკოვის მერია არ გეგმავს 2013 წლის 25 მაისს დედაქალაქში სექსუალური უმცირესობების მსვლელობის ჩატარებას.

„ჩვენი თვალსაზრისით, ასეთი ღონისძიების საჭიროება ქალაქში არ არსებობს“, - განუცხადა „ინტერფაქსს“ მოსკოვის მერიის რეგიონული უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელძღვანელმა ალექსეი მაიოროვმა. მისი განცხადებით,  სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლებმა მოსკოვის მერიას მაისის ბოლოს პიკეტების, მიტინგებისა და მსვლელობების გამართვის განაცხადით მიმართეს.

1-ucx-1-2 1-ucx-1-3