საზოგადოება
ბიძინა ივანიშვილმა მიხეილ ხუბუტიას გუშინდელ მიმართვას დღეს უპასუხა

1-pasuxi-ubutiaსაქართველო, 24 მაისი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პასუხობს რუსეთში ქართველთა კავშირის პრეზიდენტის მიხეილ ხუბუტიას გუშინდელ მიმართვას, რომელიც დღეს საქინფორმმა გამოაქვეყნა.

როგორც ბიძინა ივანიშვილმა FrontNews-თან საუბრისას განაცხადა, ის აუცილებლად გაარკვევს - რატომ არ არის მოწვეული ქართველთა სათვისტომოების ყოველწლიურ კონფერენციაზე რუსეთში მცხოვრებ ქართველთა კავშირი.

„პირადად მე ბატონი ხუბუტიას წერილს არ გავცნობივარ, მაგრამ ამ საკითხით აუცილებლად დავინტერესდები და თუ რუსეთში მცხოვრები ქართული სათვისტომოს წარმომადგენლები მართლაც არ მოუწვევიათ, გავარკვევ კოტე სურგულაძესთან, რომელიც უცხოეთში მცხოვრები ქართული სათვისტომოების ყოველწლიური კონფერენციის ორგანიზებაზეა პასუხისმგებელი", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.