სამართალი
მამა ანთიმოზი: „არა - უფლის მეუფებას, აბა - რას?!“

1-mama-antimoziსაქართველო, 24 მაისი, საქინფორმი. დღეს დედაენის ბაღში დაგეგმილ აქციას არქიმანდრიტი ანთიმოზ ბიჩინაშვილი გამოეხმაურა, რომელსაც, როგორც საქინფორმი უკვე იუწყებოდა, შეკრების ან მანიფესტაციის უფლების ხელყოფის, უკანონოდ და ძალადობით ხელის შეშლის ფაქტზე ბრალი წაუყენეს. მან მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრასთან დაკავშირებით კომენტარი  გააკეთა.

არქიმანდრიტის განცხადებით, საზოგადოება და სამართალდამცავები შეცდომაში მედიამ შეიყვანა, რის გამოც იგი ვიდეოკადრების სრულად ჩვენებას მოითხოვს.

„გამომიყვანეს კაცის მკვლელად, ურჩხულად, ვამპირად. კადრები 30-ჯერ დაატრიალეს. გავრბივარ სადღაც, მერე წყვეტენ კადრს და სად გავრბივარ? გავრბივარ იმისთვის, რომ ვეხმარები პოლიციელებს, რომ ეს ხალხი გავყარო და უკან მორბის 40-50 კაცი. მე ახლა მოვითხოვ, რომ კადრები გაუშვან ბოლომდე", - განაცხადა არქიმანდრიტმა და იქვე აღნიშნა: თეო ნიშნავს ღმერთს, კრატია - ძალაუფლებას. არა - უფლის მეუფებას! აბა რას?".