საზოგადოება
მისი თქმით, ელჩებს, ძირითადად, საქართველოს მთავრობის სამომავლო გეგმები აინტერესებდათ.
პრემიერი შეეხო პრეზიდენტის დაკითხვის თემასაც და განაცხადა, რომ იგი ღმერთი არ არის და გამოძიებას კითხვები მასთანაც შეიძლება ჰქონდეს იმის გათვალისწინებით, რომ მისი მთავრობის პრემიერი დაკავებულია. ამასთან, მთავრობის მეთაურმა „ნაცმოძრაობის“ წევრების განცხადებებს მერაბიშვილის დაკავების პოლიტიკურ მოტივებთან დაკავშირებით „არასერიოზული“ უწოდა და განაცხადა, რომ „ნაციონალები ვერ იტყვიან, რომ მერაბიშვილი არის კრიმინალი“.
„კითხვა, რომ შესაძლოა, საქართველოს პრეზიდენტი დაიკითხოს, აღარ უნდა გაჩნდეს. თუ არსებობს შეკითხვები, იგი უნდა დაიკითხოს. პრეზიდენტი არ არის ღმერთი და მონათმფლობელი, იგი დემოკრატიული ქვეყნის პრეზიდენტია და ისევე აგებს პასუხს კანონის წინაშე, როგორც ყველა დანარჩენი. როდესაც დააკავეს მისი მთავრობის პრემიერ-მინისტრი, გამორიცხული არ არის, კითხვები მასთანაც არსებობდეს", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.