საზოგადოება
ივანიშვილი: „დავეხმარებით რუსეთს სოჭის ოლიმპიადის უსაფრთხოდ ჩატარებაში“

1-sochi-2საქართველო, 24 მაისი, საქინფორმი. ჩვენ გვაქვს ასეთი დამოკიდებულება, რომ  დავეხმაროთ რუსეთს სოჭის ოლიმპიადის უსაფრთხოდ ჩატარებაში. ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა „ჰოლიდეი ინში“ საქართველოში აკრედიტებული დიპკორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრის წინ, საგარეო საქმეთა მინისტრ ფანჯიკიძის მიერ იაპონიაში გაკეთებული განცხადების კომენტირებისას გააკეთა.

ჩვენ გვაქვს ეს დამოკიდებულება, რომ დავეხმაროთ რუსეთს ოლიმპიადის უსაფრთხოდ ჩატარებაში, რასაც მოითხოვენ თვითონ. ჩვენ მაქსიმალურად უნდა მოვახერხოთ, რომ არაფერი მოხდეს ოლიმპიადის დროს, რადგან სოჭი ჩვენთან ძალიან ახლოსაა", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ: საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მაია ფანჯიკიძემ იაპონიაში ვიზიტისას განაცხადა, რომ საქართველო მზადაა, სოჭის ოლიმპიადის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე რუსეთთან ითანამშრომლოს.