პოლიტიკა
ივანიშვილი: „სურვილი მაქვს, კირვალიძემ თავისი პოსტი დაიბრუნოს“

1-axali-ministriსაქართველო, 24 მაისი, საქინფორმი. პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის სურვილია, დავით კირვალიძემ სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტი დაიბრუნოს. ამის შესახებ მან დღეს „ჰოლიდეი ინში“ დიპკორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერმა, ასევე, დაადასტურა ის ფაქტი, რომ სოფლის მეურნეობის მინისტრად წარდგენილი იქნება მინისტრის პირველი მოადგილე შალვა ფიფია. ამასთან, ივანიშვილის განცხადებით, თუ გამოძიება კირვალიძის სასარგებლოდ  დასრულდება, ის თავის პოსტს დაიბრუნებს.

„კანონით უნდა დაგვენიშნა. მოვალეობის შემსრულებელი არ შეიძლება ყოფილიყო უფრო ხანგრძლივად. შესაბამისად, ჩვენ დავემორჩილეთ კანონს, მაგრამ რბილი გადასვლა გავაკეთეთ. თუ ყველაფერი დასრულდა კირვალიძისთვის სასიკეთოდ, ის დაიბრუნებს თავის პოსტს. მე სურვილი მაქვს, რომ დასრულდეს ასე“, - განაცხადა ივანიშვილმა.