პოლიტიკა
„სად იმართება აქცია, ესეც არ ვიცი. ვისი აქცია? რას ნიშნავს “არა - თეოკრატიას“? კი, გუშინ შინაგან საქმეთა მინისტრმა მითხრა, ის აკეთებს ორგანიზებას და მგონია, რომ მშვიდობიანად ჩაივლის ყველაფერი“, - განაცხადა პრემიერმა ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რა შეფასებას მისცემდა იგი დღეს მოსალოდნელ პარალელურ აქციებს დედაენის ბაღში.
საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ დღეს თბილისში, დედაენის ძეგლთან, 18.00 და 19.00 საათზე ორი აქციაა დაგეგმილი. ერთი მათგანი იმართება მოთხოვნით: "აიკრძალოს ლგბტ პროპაგანდა!", ხოლო მეორე აქციის ლოზუნგია "არა - თეოკრატიას!".