პოლიტიკა
ივანიშვილი: „სამწუხაროდ, პოლიციამ იდეალურად ვერ მოახერხა სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვა“

1-ver-moaxerxaსაქართველო, 24 მაისი, საქინფორმი. უკვე ერთი საათია, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი საქართველოში აკრედიტებული დიპკორპუსის წარმომადგენლებს ესაუბრება. განხილვის მთავარ თემებს შორის არის მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის დაკავება და, ასევე, 17 მაისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენები.

„ჩემი სურვილია, გაგიზიაროთ ჩემი დამოკიდებულება ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. ყურადღებას გავამახვილებდი 17 მაისს განვითარებულ მოვლენებზე და მოკლედ შევჩერდებოდი ყოფილი პრემიერ-მინისტრის დაპატიმრების საკითხზე“, - განაცხადა ივანიშვილმა ელჩებთან შეხევდრაზე, რომელიც „ჰოლიდეი ინში“ მიმდინარეობს.

„რაც შეეხება 17 მაისის აქციას, სამწუხაროდ, იდეალურად ვერ მოახერხა პოლიციამ და ახალმა ხელისუფლებამ სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვა. მოვლენები როგორც განვითარდა, მე ვთვლი, რომ ეს სირცხვილი იყო ჩვენი საზოგადოების. მაგრამ პოლიციის ქმედებას დავარქმევდი აბსოლუტურად ადეკვატურს, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე. მიუხედავად იმისა, რომ პოლიცია ცდილობდა მაქსიმალურად და კარგად მესმის, რომ ალბათ თქვენც გაქვთ კითხვები იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიციას შეეძლო ძალის გამოყენებაც, მე მგონია, რომ არჩევანი იყო სწორი“, - აღნიშნა პრემიერმა.