აქტუალური
ბაჩო ახალაიას პროცესზე წარმოდგენილი ყველა სკანდალური ფოტო მისმა მეუღლემ ანა ნადარეიშვილმა Facebook-ში გამოაქვეყნა

1-akt-3-mtსაქართველო, 24 მაისი, საქინფორმი. გუშინ საქართველოს თავდაცვის ექს-მინისტრ ბაჩო ახალაისასამართლო პროცესზე დაცვის მხარემ ის ფოტომასალა წარმოადგინა, სადაც, ახალაიას ადვოკატების მტკიცებით, ჩანს, რეაბილიტაციის გავლის ნაცვლად როგორ ერთობოდნენ მოწმის სახით წარდგენილი, დაზარალებული სპეცრაზმელები იტალიის ერთ-ერთ სასტუმროში. გუშინვე ყველა ეს სკანდალური ფოტო მისმა მეუღლემ - ანა ნადარეიშვილმა Facebook-ში თავის გვერდზე კომენტარებით გამოაქვეყნა.  

ეს ის სპეცრაზმელები არიან, რომლებიც ბრალდების მხარემ მოწმეებად წარადგინა და აღნიშნა, რომ შს მინისტრობის დროს ახალაიამ მათ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ ფიზიკური დაზიანებების გამო რეაბილიტაციის კურსის გავლისათვის შსს-მ 10 000 ლარი ჩაურიცხა და ექიმებთან ერთად გაუშვა საზღვარგარეთ სამკურნალოდ. სინამდვილეში მკურნალობის კურსს არ გადიოდნენ და სასტუმროში ისვენებდნენ, მეუღლეებთან და ექიმებთან ერთად.

ერთ-ერთ ფოტოზე სპეცრაზმელ მამუკა ჟვანიას, რომელსაც, მისი და ბრალდების მხარის მტკიცებით, ახალაიამ  ნეკნი გაუტეხა, მეუღლე ხელში ჰყავს აყვანილი. ახალაიას დამცველები ამტკიცებენ, რომ ამ საქმის უკან დგას ვანო მერაბიშვილის ყოფილი მოადგილე შალვა ჯანაშვილი, რომელმაც სპეცრაზმელები დასასვენებლად გაუშვა, 10 ათასი ლარი ჩაურიცხა და ახალაიას წინააღმდეგ ჩვენების მიცემა აიძულა.

1-akt-3-1 1-akt-3-2
1-akt-3-3 1-akt-3-4
1-akt-3-5 1-akt-3-6
1-akt-3-7 1-akt-3-8
1-akt-3-9 1-akt-3-10
1-akt-3-11 1-akt-3-12
1-akt-3-13 1-akt-3-14
1-akt-3-15 1-akt-3-16
1-akt-3-17 1-akt-3-18
1-akt-3-21 1-akt-3-20