უცხოეთი
თაკო სალაყაია: „თუ ქვეყნიდან გავიქეცი, თანხა სახლში რატომ დავტოვე?!“

tako-komentariსაქართველო, 23 მაისი, საქინფორმი. „რა თქმა უნდა, გავასაჩივრებთ, რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ მის უდანაშაულობაში და ჩვენ, ვანოს მეგობრები, ოჯახის წევრები, ახლობლები მის გვერდით ვართ და ბოლომდე ვიბრძოლებთ", -  განუცხადა ვანო მერაბიშვილის მეუღლემ თაკო სალაყაიამ "რუსთავი 2"-ის კორესპონდენტს.

„ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მეუღლე თბილისში დღეს, გამთენიისას დაბრუნდა.

„ქვეყნიდან ნამდვილად ვიყავი წასული, მაგრამ, როგორც კი შევიტყვე, მაშინვე დავბრუნდი. აქ ვარ, თბილისში ვარ და შეუძლიათ გადაამოწმონ კიდევ ერთხელ, რომ აქ ვარ“, - აღნიშნა სალაყაიამ.

მისივე თქმით, სასაცილოა ის ფაქტი, რომ მერაბიშვილის საცხოვრებელი სახლიდან ფული ამოიღეს. „ძალიან მეცინება მსგავს რაღაცეებზე უკვე. აბსურდია ყველაფერი. თუ გავიქეცი ქვეყნიდან, მაშინ თანხა სახლში რატომ დავტოვე?“- განაცხადა თაკო სალაყაიამ.