აქტუალური
სოზარ სუბარი: „მერაბიშვილი ნორმალურ პირობებში იმყოფება“

vanichkaaსაქართველო, 23 მაისი, საქინფორმი. სასჯელაღსრულების მინისტრ სოზარ სუბარის განცხადებით, რომელიც მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა, ვანო მერაბიშვილი №9 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ნორმალურ პირობებში იმყოფება. კითხვაზე – ხომ არ შეიქმნება ამ შემთხვევაში იმის მსგავსი პრობლემა, რაც მატროსოვზე შს ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას ყოფნისას, როცა გავრცელდა ინფორმაცია, რომ პატიმრების მიერ მუდმივი გადაძახება ხდებოდა,  – სოზარ სუბარმა მიუგო: თითო ადამიანზე თითო ციხეს ვერ ავაშენებთ.

სუბარის განმარტებით, მატროსოვის ციხეში ახლა მსგავსი არაფერი ხდება, პრობლემების შემთხვევაში კი ადეკვატურ ზომებს მიიღებენ.

„ამ წუთებში არაფერი ხდება, არანაირი გადაძახილი არ არის. თუ ვინმე იყვირებს, მივიღებთ შესაბამის ზომებს, რომელიც იმ ქმედების ადეკვატური იქნება“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.