აქტუალური
სიმპოზიუმის მონაწილეები ორი დღის განმავლობაში განიხილავდნენ რეგიონული უსაფრთხოების საკითხს, სოჭის ოლიმპიადის უსაფრთხოებას და მის წინააღმდეგ არსებულ საფრთხეებს, ასევე, ახლო აღმოსავლეთის რეგიონში შექმნილი კრიზისის შესაძლო გადმოდინებას კავკასიის რეგიონზე.
ცნობისათვის: სიმპოზიუმი 2006 წელს დაარსდა და პირველად ვაშინგტონში ჩატარდა, ის აშშ-ის სამხედრო დაზვერვის სააგენტოს (DIA) პროექტს წარმოადგენს, რომელიც წელიწადში ერთხელ ტარდება და მიზნად ისახავს შავი და კასპიის ზღვების რეგიონების ქვეყნების სამხედრო დაზვერვის სამსახურების დაახლოებას და რეგიონული უსაფრთხოების საკითხების ირგვლივ კონსოლიდირებას.
სიმპოზიუმი-სემინარის ორგანიზებაში DIA-ს დაზვერვის ეროვნული უნივერსიტეტი და აშშ-ის ევროპული სარდლობის J-2 დაზვერვის სამსახური არიან ჩართული.