საზოგადოება
აღნიშნული კამპანია, რომლის სახელწოდებაა “ჩვენ თავდებში ვუდგებით ვანო მერაბიშვილს”, მეორე დღეა მიმდინარეობს და ამ დროისათვის მას 562 ხელმომწერი ჰყავს.
„ჩვენ, საქართველოს ხელის მომწერი მოქალაქეები, შეშფოთებულნი ვართ ივანე მერაბიშვილის დაპატიმრებით, მიგვაჩნია, რომ არ არსებობს არანაირი საფუძველი მისი პატიმრობაში ყოფნის, ასევე მიგვაჩნია, რომ ეს დაპატიმრება ატარებს წმინდა პოლიტიკურ ხასიათს და მოახდენს უაღრესად ნეგატიურ გავლენას საქართველოს საერთაშორისო იმიჯზე. რისი პრეცედენტიც ყველამ კარგად ვიხილეთ უკრაინის მაგალითზე.
ვუერთდებით საქართველოს პარლამენტის წევრების მიმართვას და მივმართავთ სასამართლოსა და პროკურატურას ვანო მერაბიშვილის მიმართ საპატიმრო აღმკვეთი ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით”, – აღნიშნულია მიმართვაში.