აქტუალური
როგორც საქინფორმისთვის გახდა ცნობილი, მალე უნებართვო ავტოსადგურების მოწყობაზე ჯარიმები ამოქმედდება. აღნიშნული ინიციატივა აჭარის უმაღლეს საბჭოს ეკუთვნის. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებაზე მუშაობა უკვე დაწყებულია.
სანქციები შეეხება ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილების გარეშე ავტოსადგურის ფუნქციონირებას. ის კანონით აიკრძალება და კანონის დარღვევის შემთხვევაში ფიზიკური პირი – ათასი, ხოლო იურიდიული პირი 3 ათასი ლარით დაჯარიმება.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებაზე პარლამენტში განხილვები ჯერ არ დაწყებულა. საუბრობენ იმაზე, რომ ჯარიმების რაოდენობა, შესაძლოა, შემცირდეს.