საზოგადოება
„იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლება ფოკუსირებული იყოს მოძალადეების დასჯაზე, ქაოსის აღკვეთაზე, უმუშევრობის დაძლევაზე, ამის ნაცვლად, მათი და, პირველ რიგში, პრემიერ-მინისტრის მთავარი მიზანი მისი მთავარი ოპონენტების განადგურებაა. ეს ძალიან სახიფათო ვითარებაა საქართველოსთვის. მე მჯერა, რომ ქართული საზოგადოება არ დაუშვებს იმ ამოცანის შესრულებას, რაც აქვს ჩვენს ახალ მთავრობას, ეს არის მისი კრიტიკოსების განადგურება“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
მისივე თქმით, „პრემიერ-მინისტრს არაერთხელ უთქვამს საჯაროდ, რომ თუ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები მის კრიტიკას გააგრძელებენ, რაც ოპოზიციის ნორმალური და ლეგიტიმური საქმეა, გაგრძელდება და გააგრესიულდება დაჭერები და ახლა ის ამას აკეთებს“.
საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ გუშინ ქუთაისის პროკურატურაში დაკითხვის შემდეგ „ნაცმოძრაობის“ გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი და ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი დააკავეს.