პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ექსპერტებს შეხვდა

eks-mtსაქინფორმი, 22 მაისი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის მორიგი შეხვედრა ექსპერტებთან  გუშინ დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბში გაიმართა. შეხვედრაზე განიხილეს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. ისაუბრეს, აგრეთვე, ბუნებრივი კატასტროფების პრევენციისა და თანამდებობრივი ამნისტიის მოსალოდნელი გამოწვევების თემებზე. შეხვედრაში სხვადასხვა საკითხზე მომუშავე ქართველი ექსპერტები მონაწილეობდნენ.

„ექსპერტთა კლუბში“ გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის დაკავების ფაქტის კომენტირებისას პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ უმჯობესია დასკვნები სასამართლომ გააკეთოს. 
"კითხვები არსებობდა წინა ხელისუფლების წარმომადგენელების, მათ შორის ვანო მერაბიშვილის მიმართაც. თუმცა, ვიდრე სასამართლოს დასკვნა არ იქნება, წინასწარ არაფერი უნდა ვამტკიცოთ", - განაცხადა პრემიერმა.

eks-1
eks-2
eks-3
eks-4