აქტუალური
პრემიერ-მინისტრმა რესპუბლიკურ პარტიას 35 წლის იუბილე მიულოცა და სოფიკო ჭიაურელის დაბადების დღისადმი მიძღვნილ ფოტოგამოფენას დაესწრო

gam-mtსაქართველო, 22 მაისი, საქინფორმი. სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" გუშინ საქართველოს რესპუბლიკურმა პარტიამ საზეიმო მიღება გამართა, რომელიც პარტიის 35 წლის იუბილესა და "ლიბერალ ინტერნაციონალში" გაწევრებას მიეძღვნა. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი დაესწრო. სიტყვით გამოსვლისას მან რესპუბლიკურ პარტიას საიუბილეო თარიღი მიულოცა და ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

გუშინვე თეატრისა და კინოს მუზეუმში ცნობილი ქართველი მსახიობის, სოფიკო ჭიაურელის დაბადების დღისადმი  მიძღვნილი ფოტოგამოფენა გაიმართა. გამოფენის გახსნას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მეუღლესთან ერთად დაესწრო.  ექსპოზიციაში წარმოდგენილ ფოტოებზე სოფიკო ჭიაურელის თეატრალური და კინოროლების, ასევე მსახიობის ცხოვრების ამსახველი უნიკალური კადრებია აღბეჭდილი.

gam-1
gam-2
gam-3
gam-4
gam-5