საქართველო, 21 მაისი,
საქინფორმი. კიშინიოვში სექსუალური უმცირესობის მსვლელობაში მონაწილეობა რამდენიმე ათეულმა ადამიანმა მიიღო, რომლებსაც მთელი მარშის განმავლობაში განრისხებული მოწინააღმდეგეებისგან ასობით პოლიციელი იცავდა.
მოძრაობის აქტივისტებს ასევე შეუერთდნენ აშშ-ის ელჩი მოლდოვაში უილიამ მოზერი, შვედეთის დიპმისიის ხელმძღვანელი კიშინიოვში ინგრიდ ტესმანი, ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელი მოლდოვაში დირკ შუბელი და იქ ვიზიტით მყოფი ევროკომისარი შტეფან ფულე.