ჯიგურდა არბატზე ბიუსტჰალტერით გამოჩნდა
საქართველო, 21 მაისი,
საქინფორმი. სკანდალურად ცნობილი მსახიობი
ნიკიტა ჯიგურდა არბატზე ბიუსტჰალტერითა და მოკლე ქვედაბოლოთი გამოჩნდა. ასე დასეირნობდა იგი მოსკოვის ცენტრში მას შემდეგ, რაც ჯგუფ ‘ნა-ნას“ პროდიუსერ
ბარი ალიბასოვთან სანაძლეო წააგო.
ნიკიტა ჯიგურდამ და ბარი ალიბასოვმა სანაძლეო დადეს „ევროვიზია -21013“-ის მონაწილე დინა გარიპოვაზე. ჯიგურდას თქმით, გოგონა გაიმარჯვებდა, ალიბასოვი კი დარწმუნებული იყო, რომ - ვერა. წაგებული არბატზე ბიუსტჰალტერით უნდა გამოჩენილიყო, გამარჯვებულს კი მის გვერდით ფრაკში გამოწყობილს ევლო.