უცხოეთი
ლავროვი: „რფ-სთვის „ევროვიზიაზე“ ხმების მოპარვა უპასუხოდ არ დარჩება“

evrovidenieსაქართველო, 21 მაისი, საქინფორმი. მოსკოვი განაწყენებულია სიმღერის კონკურს „ევროვიზია-2013“ზე მომხდარი ინციდენტით, როცა ფინალისტთა ქულების დათვლისას რუსმა მონაწილემ შეცდომით არც ერთი ქულა არ მიიღო აზერბაიჯანისგან. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.

„როდესაც ჩვენს მონაწილეს 10 ქულა მოჰპარეს, ეს, უპირველესად, სამწუხაროა იმ თვალსაზრისით, თუ როგორაა ორგანიზებული ეს ღონისძიება“, - განაცხადა ლავროვმა პრესკონფერენციაზე.

„ევროვიზია-2013“ 14-18 მაისს შვედეთის ქალაქ მალმეში მიმდინარეობდა. რუსმა კონკურსანტმა დინა გარიპოვამ მეხუთე ადგილი დაიკავა. ხმების ფინალური დათვლისას აზერბაიჯანმა რუსეთს არც ერთი ქულა არ მისცა. რფ-მ კი აზერბაიჯანელ მონაწილეს უმაღლესი შეფასება - 12 ქულა მიანიჭა.